ორლანდოს გეი-კლუბი

ორლანდოს გეი-კლუბის თავდამსხმელი ამ კლუბის ხშირი სტუმარი იყო

ომარ ს. მატინი
abcnews

თვითმხილველების თქმით, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმის ავტორი, ომარ მატინი ლგბტ ღამის კლუბ პულსს ხშირად სტუმრობდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, შარშან მას მატინი გეიაპლიკაციის საშუალებით ეკონტაქტებოდა. მისი ინფორმაციით, მატინი კლუბსაც საკმაოდ ხშირად სტუმრობდა.

მის გარდა, კიდევ მინიმუმ 4 თვითმხილველი ამბობს, რომ მატინი კლუბში შეხვედრიათ. მათი თქმით, იგი ხშირად ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და კუთხეში ცალკე ჯდებოდა.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, რომელსაც მატინი კლუბში არაერთხელ უნახავს, იგი მას მამამისზე ისტორიებს უყვებოდა, მატინმა მას უთხრა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა.

აშშ-ის მოქალაქე, ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი 12 ივნისს ორლანდოში მდებარე გეიკლუბში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიღუპა 49, დაშავდა 53 ადამიანი. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ცნობილია ისიც, რომ მატინმა ცეცხლის გახსნამდე 911-ში დარეკა, სადაც მან ე.წ. ისლამური სახელმწიფოსადმი ერთგულებაც ახსენა.

კომენტარები