გამოძალვა

ადვოკატი: როცა სამსახურში იმისთვის იღებ კაცს, რომ ქონებას მოგცემს, ეს ქრთამია

ყველაფერი შეგვიძლია დავიყვანოთ მინიმუმზე, რა არის თედოს დანაშაული. თედოს დანაშაულია ანგარებითი მოტივი, თანამდებობრივი დანაშაული. აქ 332-ე მუხლზე შეიძლება ლაპარაკი, ანუ თანამდებობის ბოროტად გამოყენება ანგარებითი მოტივით და შეიძლება გარკვეულწილად შენიღბული ქრთამიც იყოს. როცა კაცს იღებ იმისათვის სამსახურში, რომ მერე იქიდან ნაწილ ქონებას მოგცემს, ეს საჯარო მოხელის მხრიდან ქრთამის აღებაა ფაქტობრივად. არ აქვს მნიშვნელობა, იარაღს გამოართმევ საჩუქრად თუ რესტორანში დააპატიჟებინებ თავს.

ადვოკატი კობა კობახიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე. ცნობისთვის, თედო კობახიძეს ბადრი ჯავახიშვილი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

კომენტარები