ვიზალიბერალიზაცი

ანა ფოტიგა: ოპოზიციისა და პოლიტიკური პატიმრების უფლებები დაცული უნდა იყოს

ვიზიარებ ჩემი კოლეგების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. საკმაოდ კარგად ვიცნობ საქართველოში არსებულ სიტუაციას, განსაკუთრებით კი ოპოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა დროა ყურადღება მივაქციოთ პოლიტიკურ საკითხებსაც. ვშიშობ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის ყოყმანი ან გადადება შესაძლოა ძალიან კონტრპროდუქტიული იყოს, ამიტომ სიტუაცია ძალიან ფრთხილად უნდა შევაფასოთ. ვფიქრობ, რომ ყველა პრო-დასავლური პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ერთიანი პოზიცია აქვთ ამ საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებას გავუგზავნოთ ნათელი გზავნილი, რომ ოპოზიციის უფლებები დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური პატიმრების. მაგრამ ამასთან ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური უნდა იყოს

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე

კომენტარები