გამოძალვა

კობახიძე: არ გამოუვათ ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვა

ეს არის მიზანმიმართული კამპანია. არ არის გასაკვირი - დაიწყო არჩევნები და ბუნებრივია, რომ ეს გარკვეული ადამიანების ორკესტრირებული ქმედებაა, ვისაც მიზნად აქვთ დასახული, რომ შელახონ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანი რეპუტაცია. ეს ნამდვილად არ გამოუვათ, რადგან ამ ქვეყანაში დასჯადია გამოძალვა. ბადრი ჯავახიშვილის მხრიდან გამოძალვას ჰქონდა ადგილი, რასაც ვერ დავმალავდი, ვერ დავფარავდი, მივმართე შესაბამის ორგანოებს, პოლიცია იძიებს ამ საქმეს, ყველა მტკიცებულება წარდგენილია, შესაბამისად, აწი გამოძიებამ უნდა გასცეს მას პასუხი. ეს არის ძალიან ბინძური ცილისწამება. ეს არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი და ორკესტრირებულად რუსთავი ორთან ერთად მოქმედებენ ეს ცილისმწამებლები ძალიან საეჭვოდ, ასე რომ დამერწმუნეთ, ყველა კითხვას პასუხს გასცემს სამართალდამცავი უწყება.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მისი ძმის, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე. ცნობისთვის, თედო კობახიძეს ბადრი ჯავახიშვილი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

კომენტარები