გაუპატიურება

ქალი, რომელმაც გაუპატიურების გამო იჩივლა, ყატარში დამნაშავედ ცნეს

timesofindia.com

ჰოლანდიელი ქალი, რომელმაც ყატარის სასამართლოში გაუპატიურების გამო იჩივლა, სასამართლომ ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობის დამყარებისთვის დამნაშავედ ცნო.

22 წლის ქალს სასამართლომ მიუსაჯა პირობითი სასჯელი და 824 დოლარის ოდენობის ჯარიმა. სასამართლოს წარმომადგენლების თქმით, ჯარიმის გადახდისთანავე მას ჰოლანდიაში გააძევებენ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასმელში ნივთიერება გააზავეს, რის შედეგადაც ის გაითიშა. დილით კი უცხო მამაკაცის ბინაში გაიღვიძა, სადაც აღმოაჩინა, რომ გააუპატიურეს.

მამაკაცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სასამართლომ 100 როზგი მიუსაჯა ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობის დამყარების გამო, 40 კი - ალკოჰოლის მოხმარებისთვის.

კომენტარები