დიდი და წმიდა კრება 2016

მეუფე გრიგოლი: კრებაზე არწასვლით ძლიერდება ეჭვი, რომ ეკლესია რუსულ ორბიტაზეა

თუ საქართველოს ეკლესია უარს იტყვის ამ შეკრებაში მონაწილეობაზე, ასეთ შემთხვევაში რა შედეგს ველით? კრება ჩაიშლება, და თავს დავაღწევთ უხერხულ მდგომარეობას? – მე ასე არ მგონია; კრებაზე არ წასვლით კი ჩვენ გავაძლიერებთ საზოგადოებაში ისედაც არსებულ ეჭვებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ორბიტაზე რჩება და ამას, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის სავარაუდოდ ექნება შესაბამისი შედეგებიც, რაც არ იქნება კარგი. აქ ასევე ითქვა, რომ დიდ და წმიდა კრებაზე დასწრების შემთხვევაში, ქართული დელეგაცია ვერ შეძლებს თავისი პოზიციების დაცვას. დიახ, თუ ჩვენი პოზიციები საფუძვლიან თეოლოგიურ არგუმენტებს მოკლებულია, არა თუ მის დაცვას ვერ შევძლებთ, არამედ შესაძლოა უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოვჩნდეთ. მაგრამ თუ დარწმუნებულნი ვართ წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში და თანაც საამისოდ მყარი და უტყუარი საფუძველი გავქვს, რა დაგვიდგება წინ, რატომ ვაცხადებთ უარს წასვლასა და ქართული ეკლესიის მიერ გაცხადებული პოზიციების დაცვაზე იქ, ძმათა შორის, სადაც ამას განსაკუთრებული მნისვნელობა ენიჭება?! ეს ხომ იქნება ჭეშმარიტების დამოწმება, რაც წინა სხდომაზე მოვისმინეთ?! სად გაქრა ჩვენი ოპტიმიზმი?! [..] დიდ და წმიდა კრებაზე საქართველოს წარმომადგენელმა უნდა ისაუბროს აუცილებლად ქართულ ენაზე; სამწუხაროდ ჩვენ დღემდე აღვიქვამენ, როგორც რუსული სააზროვნო სივრცის წარმომადგენლებს და შესაბამისად – როგორც რუსეთის ეკლესიის სატელიტს. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა ჩვენი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა, 10 ივნისის წმიდა სინოდის სხდომაზე წარმოთქვა სიტყვა, სადაც 16-26 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე საქართველოს მარტლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის გამგზავრებას დაუჭირა მხარი. საბოლოოდ წმიდა სინოდმა მიიღო კრებაზე არწასვლის გადაწყვეტილება

კომენტარები