საოკუპაციო ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა გორში კიდევ ორი ქართველი დააკავეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ორი ქართველი დააკავეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფლებში - აძვსა და ფლავისმანში მოხდა.

რუსთავი ორის ცნობით, სოფელ ფლავისმანში ფაქტს არასრულწლოვანი შეესწრო. როგორც თავად ჰყვება, მისი დაკავებაც უნდოდათ, თუმცა გამოუშვეს, გიორგი სოხატერი კი, რომელიც მასთან ერთად მწყემსავდა საქონელს, ექვსმა შეიარაღებულმა ადამიანმა მანქანაში ჩასვა და წაიყვანა.

მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცველები და სოხატერის ოჯახიც. ისინი დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ჯარიმის მოთხოვნის შემთხვევაში, მის გადახდას ვერ შეძლებენ.

სოფელ აძვში კი, ვახტანგ მჭედლიძე დააკავეს. ისიც საქონელს მწყემსავდა თანასოფლელთან ერთად.

კომენტარები