დაიცავი თავისუფლება

გიგაური: კონცერტის გამართვაზე უარი არის ცალსახად კანონის დარღვევა

ზუსტად არ ვიცი, ჯერ არ მინახავს ეს დოკუმენტები, თუმცა თუკი მართლაც ახალციხის მუნიციპალიტეტმა უარი თქვა ასეთი კონცერტის გამართვაზე, ეს არის ცალსახად კანონის დარღვევა. ეს არის გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეს კონცერტი რუსეთის ანტდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული, შესაბამისად,  ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება პრობლემებს შეიცავს და ჩვენ მას შევისწავლით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პლატფორმის - დაიცავი თავისუფლება - კონცერტზე ახალციხის მერიის უარზე.

კომენტარები