რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

სუს-ი: ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა რუსეთის მორიგი პროვოკაციაა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართეს.

უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ირაკლი ბერაიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ბანერების არალეგალური მონტაჟი მორიგი პროვოკაციაა.

"ეს მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული", - თქვა ბერაიამ.

კომენტარები