არჩევნები 2016

პრემიერი: წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "8 ივნისიდან, ოფიციალურად, საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით, ძალაში შედის". პრემიერის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ "საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული".

"იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, არჩევნების დანიშვნის თარიღზე კონტრასიგნაცია გაკეთდა.

კომენტარები