დაიცავი თავისუფლება

ჩერგოლეიშვილი: ვინც კონცერტის ჩატარებაში ხელს შეგვიშლის, მაღალ ფასს დავუჯენთ

მოგეხსენებათ, რომ დღეს ვმართავთ კონცერტს, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას და იმის ახსნას ადამიანებისთვის, რომ საქართველო არის ევროპა. სამწუხაროდ, თბილისის დავალებით, ჩემი ინფორმაციით სარწმუნო წყაროსგან, ახალციხის მერია ცდილობს ჩაშალოს კონცერტი. მთელი კომიკურობა ამ სიტუაციაში იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კიდევ მიჩვეულები ვართ იმ საზიზღარ პრაქტიკას, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს უშლიდნენ ხოლმე აქციის გამართვას. ეს კონცერტი კი არის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციისთვის, დაცლილია ყოველგვარი პარტიული ინტერესებისაგან, მხარს გვიჭერს ლიტვის საელჩო, ლიტვის გადასახადის გადამხდელთა ფულით იმართება ზოგადად ეს კამპანია, ახალციხის კამპანია და აი, ამას უშლის ხელს საქართველოს მთავრობა. ბუნებრივია, დღეს უკვე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საელჩო ამის შესახებ, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოები მაქვს მხედველობაში, არასამთავრობო და უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ცალსახად არის აღნიშნული, რომ ეს არის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა და ადამიანებისთვის ფუნდამენტური უფლების წართმევა, შეკრებისა და გამოხატვის უფლების წართმევა. ეს უფლება ჩვენთვის ახალციხის მერიას არ მოუცია, ეს ჩვენი თანდაყოლილი ფუნდამენტური უფლებაა. შესაბამისად, ჩვენ, ბუნებრივია, რომ ვისარგებლებთ ამ უფლებით და თუ ხელს შეგვიშლიან, ვინც ხელს შეგვიშლის, ძალიან მაღალ ფასს დავუჯენთ.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პლატფორმა დაიცავი თავისუფლებას ორგანიზებით ახალციხეში დაგეგმილ კონცერტზე.

კომენტარები