აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

კლინტონმა კანდიდატობისთვის საჭირო დელეგატების რაოდენობა მოაგროვა

ჰილარი კლინტონი

Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის საჭირო 2383 დელეგატის მხარდაჭერა მოაგროვა.

კლინტონის კონკურენტ ბერნი სანდერსს კი 1569 დელეგატი უჭერს მხარს.

ასევე საკმარისი დელეგატის მხარდაჭერა აქვს რესპუბლიკელთა მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს. მას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივლისში, რესპუბლიკელების პარტიულ ყრილობაზე პარტიის ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებენ.

კომენტარები