ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: არის ხიფათი იმისა, რომ ენმ-ის მმართველობა დაბრუნდეს

ჩანს ხიფათი, რომ ჩვენ უკან შემობრუნება დაგვემუქროს. მათგან [ენმ-სგან] მართული მედია საზოგადოებას მაქსიმალურად აბნევს, ხელისუფლებას კიდევ სხვა ბერკეტების გამოყენების უფლება არ აქვს, ვერც იყენებს და არც იყენებს და ამის მცდელობები არსად არ ჩანს და ყველას ყველაფრის უფლება აქვს. ნახეთ, მიტინგებს აწყობენ საწარმოები, გათავისუფლდა გარემო და ევროპულის მსგავსია. ამ ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე ძალიან კარგია სასპეკულაციოდ. ძალიან იოლია წარმოსაჩენად იგივე რუსთავი ორის ან სხვა მართული ტელევიზიების მიერ, ძალიან ადვილია წარმოსაჩენად, როდესაც ხედავ, ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაში, და ძალიან იოლია მათი დაბნევა და ძალიან იოლია, მიაწერო ხელისუფლებას. აი, აქ არ უნდა დავიბნეთ და რეალობა არ უნდა დავკარგოთ. ეს უნდა მოვახერხოთ როგორმე, რაც ძალიან რთულია. მე ძალიან მაშფოთებს, რომ არ მოხდეს და არსებობს რეალური ხიფათი იმისა, რომ თუ საზოგადოება ვერ შეიმეცნებს, ვერ გააცნობიერებს, ვერ გააანალიზებს ამას სწორად ყველაფერს, რა თქმა უნდა, არის ხიფათი იმისა, რომ ყველაფერი ეს შემობრუნდეს. 

კომენტარები