რუსთავი 2-ის საქმე

მოსამართლემ რუსთავი 2-ის ორი ადვოკატი სასამართლო დარბაზიდან გააძევა

რუსთავი 2

მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მოსამართლე ნატა ნაზღაიძე ამბობდა, რომ ადვოკატები სასამართლოს არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. 

ადვოკატები მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებას მოითხოვდნენ, ასევე პროცესზე გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაშვებას, რაზეც სასამართლო უარს ამბობდა.

კომენტარები