ბიზნესკონტაქტი

კვანჭილაშვილი: ეს არის ნაბიჯი იქით, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ, რა ხდება

ადამიანების და ამომრჩევლის ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის ეკონომიკური საკითხები - უმუშევრობა და ა.შ. ამ შემთხვევაში, ამ ტიპის გადაცემის დახურვა არის პირდაპირ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ადამიანებმა ვერ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ვერ მოისმინონ სხვადასხვა შეხედულებები, არ იცოდნენ, რა ხდება გარშემო. დამეთანხმებით, ყოველდღიური ეკონომიკური გადაცემის კეთება იმ დროს, როდესაც შენ მთელი საეთერო ბადის ოთხ საათს აგენერირებ, ნამდვილად არ არის ადვილი. და ჩვენ რეალურად, ბიზნესკონტაქტს, გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ბიზნესზეც შეგვეკრიბა ინფორმაცია, გვქონოდა ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული თემებიც და კითხვებიც დაგვესვა იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ შორის პასუხისმგებლები არიან იმაზე, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში ეკონომიკის თვალსაზრისით. ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის ძალიან დამაზარალებელი.

ბიზნესკონტაქტის წამყვანი ელენე კვანჭილაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები