რუსთავი 2-ის საქმე

ტუღუში: ხელისუფლებას ნებისმიერი ბერკეტი გააჩნია მოსამართლეზე ზემოქმედების

ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას რეალურად ნებისმიერი ბერკეტი გააჩნია მოსამართლეზე ზემოქმედების. ამაზე კარგ საჩუქარს, ცუდი გაგებით, ხელისუფლება ვერ მიიღებდა და, როგორც ჩანს, წინასწარ იქნა შერჩეული ისეთი მოსამართლეები ამ კოლეგიაში, რომლებზეც პირდაპირი ზეგავლენა ექნებოდა ხელისუფლებას და რეალურად ეს ინფორმაცია არის საგანგაშო. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლემ თავად უნდა აიცილოს ამ კოლეგიაში ყოფნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ტუღუში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ ნიკა გვარამიას გავრცელებულ ინფორმაციაზე.

კომენტარები