საქართველოს პოლიცია

პრემიერი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო, ჩვენი სამართალდამცველები უზრუნველყოფენ წესრიგს ქვეყანაში, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, კანონდარღვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მაგრამ უნდა იყოს რწმენა, რომ დანაშაულთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, მე, როგორც პრემიერმინისტრი, ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

კომენტარები