ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ივანიშვილი: ჩვენი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ღვინის კულტურამ ჩამოაყალიბა

ჩვენ მსოფლიო გვიცნობს როგორც ოქროს საწმისის მხარეს და როგორც ღვინის სამშობლოს, ღვინო ქართული სიტყვაა, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა. ქართული ხასიათი და ქართველი ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ღვინის კულტურამ ჩამოაყალიბა.
ვაზს უკავშირდება ქართული სუფრის უნიკალური ფენომენი, რომელიც ზუსტად გამოხატავს ქართველი კაცის დამოკიდებულებას ცხოვრების რაობის მიმართ, სადაც სიცოცხლის აზრად დასახულია თვით სიცოცხლისვე სიყვარული და მისი ყველაზე დიდი გამოვლინება - სხვა ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭების სურვილი, მრავალხმიანი სიმღერა, ცეკვა, ლექსი, რაც საკუთარ თავს გვამსგავსებს, რაშიც ყველაზე მეტად ვლინდება ჩვენი მეობა და კულტურის თვითმყოფადობა და რაც უდავოდ კაცობრიობის შენაძენია.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარები