ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ივანიშვილი: ჩვენი წინაპრისთვის ნავი საწნახელი იყო

როდესაც ქართულ ფენომენზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ვაზის კულტურას, რაც ასევე ჩვენი ცხოვრების წესის და ჩვენი მსოფლმხედველობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთაგანია. შემთხვევით არ არის, რომ საქართველოში სწორედ ვაზის ჯვრით შემოვიდა ქრისტიანობა, რაც ჩვენი იდენტობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია. ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, თუმცა, შეიძლება, ეს არც ისე შორს იყოს სიმართლისგან - სადაც კი ადამიანმა ნავი გათალა, მაშინვე სხვა ქვეყნებს მიაშურა. ნავმა მხოლოდ ქართველი მიაჯაჭვა საკუთარ მიწა-წყალს, რადგან ჩვენი წინაპრისთვის ნავი საწნახელი იყო, რაშიც ღვინოს წურავდა და სხვაგან წასვლას, შინ სტუმრის ლოდინს ამჯობინებდა.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარები