საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:
1. მზადება NATO-ს ვარშავის სამიტისთვის;
2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;
3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან საბჭოს მუდმივი წევრები. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 15:00 საათზე დაიწყება.