რობი უილიამსის კონცერტი

რობი უილიამსის კონცერტის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უნდა გაიმართოს, იცვლება სტადიონის მიმდებარედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

"დიდუბიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტობუსები: N15, 20, 27, 33, 84 და 86 წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით (დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ).

ხოლო, ცენტრალური უბნებიდან დიდუბისკენ მიმავალი მარშრუტები: N 20 და 33 თამარ მეფის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით. ამ შემთხვევაში, N15, 27, 84 და 86-ის მარშრუტებს ცვლილება არ შეეხება.

ანალოგიური სქემით იმოძრავებენ მიკროავტობუსებიც", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები