თბილისის რვა რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, გლდანის, ისნის, სამგორის, დიდგორის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი - 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, ლაგურაშვილის, გაბაშვილის, საგუბარის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი - 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ხიზამბარელის, ხიზაბავრის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი - 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 202-ის, ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ივერიელის, ლეხ კაჩინსკის, წულაძის, ციხისძირის, დიდგორის, შალვა დოლიძის, ნინიძის, ბოგდან ხმელნიცკის, მრევლიშვილის, მუჯირიშვილის, ჟონეთის, აბრამიშვილის, მარტყოფის, ირბახის, ნასაკირალის, აბულაძის და გურჯაანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი - 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი - 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი - 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, კაპანელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი - 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი - 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ბენაშვილის, გრანელის, საბჭოს, ჩუბინაშვილის და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები