ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გაბაშვილი: ზოგს ჰგონია, პარტიაში ახალი სახეები უცნობი ადამიანები უნდა იყვნენ

დისკუსიებს ვუსმენდი სხვადასხვა არხზე, რომ ეს რა ახალი სახეებია, ამათ ხომ ყველას ვიცნობთ. ჰგონიათ, რომ პარლამენტში პოლიტიკური გუნდის სახელით უნდა აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობთ, რომელთა ღირებულებები, პოზიციები უცნობია, ესენი ხომ ისედაც ასოცირებული იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთანო. აბა, ჩვენი პარტიის სიაში ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ხომ არ იქნებიან, რა თქმა უნდა, იქნებიან ისინი, ვინც ასოცირდებიან პროატლანტიკურ, პრო-NATO-ურ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკურ, სწორ საზოგადოებრივ ღირებულებებთან. ჩვენი ამოცანაა, ასეთი ხალხი მოვიზიდოთ. ეს არის განახლება იმ მხრივ, რომ ადამიანებს, ვინც საზოგადოებაში ამ დისკურსს ქმნიან, აქვთ მზაობა, მოვიდნენ პარტიაში და პარტიას აქვს მზაობა, მოვიდნენ ისინი.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი პარტიის განახლებულ საარჩევნო სიაზე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები