NATO-მონტენეგრო

მონტენეგრომ და NATO-მ ალიანსში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

დღეს მონტენეგრო და NATO მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ამის შემდეგ მონტენეგრო NATO-ს სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება მანამ, სანამ NATO -ს ყველა წევრი ქვეყანა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირებას არ მოახდენს.

რატიფიცირების პროცესის დასრულების შემდგომ მონტენეგრო NATO-ს რიგით 29-ე წევრი გახდება.

შეთანხმებას ხელს მონტენეგროს პრემიერი მილო ჯუკანოვიჩი ბრიუსელში, ალიანსის ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში მოაწერს.

"ეს ისტორიული დღეა ალიანსისთვის, მონტენეგროსთვის და ასევე, დასავლეთ ბალკანეთისთვის. მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანება ადასტურებს, რომ ალიანსის კარები ღიაა", - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები