დაკარგული თვითმფრინავი

EgyptAir-ის თვითმფრინავი, რომელზეც 69 ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა

Reuters

პარიზიდან კაიროში მიმავალი EgyptAir-ის თვითმფრინავი MS804 რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავში 59 მგზავრი და 10 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

რადარებიდან გაქრობის მომენტში, თვითმფრინავი 11 300 მეტრის სიმაღლეზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებოდა. ეგვიპტური მხარის ინფორმაციით, მათ თვითმფრინავთან კონტაქტი ადგილობრივი დროით 02:45 საათზე დაკარგეს.

სამძებრო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ეგვიპტელებს ამ ოპერაციაში ბერძენი მაშველებიც ეხმარებიან. თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ეგვიპტის საჰაერო სივრციდან 16 კმ-ის მოშორებით დაიკარგა, ის კაიროში ადგილობრივი დროით 03:00 საათზე უნდა ჩაფრენილიყო.

კომენტარები