თავდაცვის სამინისტრო

დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

Facebook.com

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს და განმარტავს, რომ გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, გენერალურ ინსპექციას კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა დაევალა. შესაბამისი განცხადება უწყებამ გუშინ გაავრცელა.

თავად დელტას ხელმძღვანელი რამდენიმე საათის წინ თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებდა. უჩა ძოძუაშვილი კურიერთან ამბობდა, რომ დელტა წარმატებით მუშაობს და მისი გადაყენების არანაირი მიზეზი არ არსებობს.

„აბსურდია, იმ პროექტებიდან და წარმატებიდან გამომდინარე, რაც დელტას გააჩნია, ნამდვილად ჩემთვის სიახლეა, მოულოდნელია,“- განაცხადა ძოძუაშვილმა.

ცნობისთვის, კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დელტამ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

კომენტარები