ე.წ. კაბელების საქმე

ალასანია: მსჯავრდებულების შეწყალებაზე პრეზიდენტისთვის მიმართვას არ ვგეგმავთ

თავისუფალი დემოკრატები პრეზიდენტისთვის მიმართვას ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით არ გეგმავს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ისაუბრა. ის ეროვნული ფორუმის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პარტია პრეზიდენტს მსჯავრდებულების შეწყალებას სთხოვდა.

"ჩვენი პარტია ასეთ მიმართვას არ გეგმავს. რა თქმა უნდა, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის ხედვა, მათ შეუძლიათ, საკუთარი გადაწყვეტილება მიიღონ. ვთვლი, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის პრეზიდენტი ძალიან შეწუხებულია ამ ადამიანების ბედით და ის საკუთარ გადაწყვეტილებებს მიიღებს", - თქვა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თავისუფალი დემოკრატები განაჩენს შაბათს, 14:00 საათზე პროკურატურასთან გააპროტესტებენ.

კომენტარები