ე.წ. კაბელების საქმე

პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას სთხოვენ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნული ფორუმი პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას სთხოვს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ ბრიფინგი გამართა.

"განაჩენი, ჩვენი იურისტებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას. ამავე დროს, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რამაც შეიძლება, ისედაც რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებითი სიმწვავე შესძინოს. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომდევნო ინსტანციების იმედიც ნაკლებად რჩება. საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამძაფრების მიზნით, ჩვენ - ეროვნული ფორუმი მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულები", - თქვა შარტავამ.

როგორც ცნობილია, ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები