ენმ-მ პარტიის ახალი სახეები ოფიციალურად წარადგინა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის საარჩევნო სიის ათეული ოფიციალურად წარადგინა. 

"წარმოგიდგენთ იმ ადამიანების ნაწილს, ვინც ქვეყანაში მოიტანს უკეთესობას და წაიყვანს ქვეყანას წინ. 2. ელენე ხოშტარია, 3. რომან გოცირიძე, 4. ნიკა მელია, 5. გიორგი ტუღუში, 6. ოთარ კახიძე, 7. სალომე სამადაშვილი, 8. ირაკლი აბესაძე, 9. სერგი კაპანაძე, 10. სერგო რატიანი", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

სიის პირველი ნომერი თავად დავით ბაქრაძეა.

ბაქრაძემ საზოგადოებას ასევე გააცნო ახალი სახეები, რომლებიც საარჩევნო სიაში იქნებიან. ესენი არიან ლელა ქებურია, დიმიტრი ძაგნიძე, სოფიო სიუკაევა, ნინო კვიტაიშვილი, მარიამ რამინაშვილი და ბესო წერედიანი.

კომენტარები