არჩევნები 2016

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლისტსაბჭოს სხდომაზე პარტიაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაზე გაიმართა მოლაპარაკებები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირველი ათეულის ოფიციალურ პრეზენტაციას ხვალ გამართავს. რუსთავი 2-მა სია მის პრეზენტაციამდე მოიპოვა, თუმცა ჯერ-ჯერობით თავად ენმ-ში ამ სიის სიზუსტეს ვერ ადასტურებენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. დავით ბაქრაძე
  2. ელენე ხოშტარია
  3. რომან გოცირიძე
  4. ნიკა მელია
  5. გიორგი ტუღუში
  6. ოთო კახიძე
  7. სალომე სამადაშვილი
  8. ირაკლი აბესაძე
  9. სერგი კაპანაძე
  10. სერგო რატიანი

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა ამ დრომდე გრძელდება, პარტიაში სიის მეორე ათეულზე მსჯელობენ.

კომენტარები