მიროტაძე: ვეჭვობ, ის სამი არ იქნება მხოლოდ, ვინც თანამდებობას დატოვებს

რესპუბლიკურ პარტიას გაცხადებული აქვს, რომ ის კოალიციასთან ერთად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ყველა მისი პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის მინისტრები, რომლებიც დღეს სხვადასხვა პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი, ალბათ მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას და ეს იქნება მათი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, ვეჭვობ, რომ ის სამი არ იქნება მხოლოდ, ვინ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ნებაყოფლობით. პარტიული და საარჩევნო მოსაზრებებიდან გამომდინარე, მგონია, რომ რამდენიმე მინისტრი იქნება, ვისაც ასევე მოუწევს თანამდებობიდან გადადგომა სწორედ იმ ნიშნით, რომ მან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა წინასაარჩენო კამპანიაში.

ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" წევრი პრემიერმინისტრის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვით გიორგი კვირიკაშვილს უკვე შერჩეული ჰყავს რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელები.

კომენტარები