თამაზ მეჭიაურის განცხადებები

მეჭიაური: შევხვდი ივანიშვილს, ვერ მოვისმინე არგუმენტები და დავრჩი ჩემს აზრზე

მეტისმეტად ოპტიმისტურია ბატონი პრემიერის და ყოფილი პრემიერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის იმედები, რომ ჩვენ გავერთიანდებით და შევალთ ნატოში. არ ვიცი რას ემყარება ეს ოპტიმიზმი. მე ამისათვის გუშინ შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყრილობის დაწყებამდე. მე ვერ მოვისმინე ამ საკითხზე ასეთი არგუმენტები და დავრჩი ჩემს აზრზე. რა თქმა უნდა სხვა საკითხებში, ნებისმიერში, განსაკუთრებით ამ პარლამენტის ფარგლებში, ჩვენ გვექნება საერთო აზრებიც, ხედვებიც. მე ალბათ ისევ გავაგრძელებ მხარდაჭერას ძირითად საკითხებში, გარდა ამ საკითხისა. შევხვდები ბატონ გიორგი კვირიკაშვილსაც. არ შევუქმნი მათ დისკომფორტს გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში ცოტა მყიფე უმრავლესობა გვაქვს, ალბათ იქნება კიდეც რაღაცა რიგითი საკითხები.

პარლამენტის წევრმა ეს კომენტარი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან გააკეთა.

კომენტარები