ბაქრაძე: პრეზიდენტს მივმართავ თხოვნით და მოწოდებთ, ვეტო დაადოს ამ კანონს

ამ კანონით ირღვევა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები. ეს კანონი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ირღვევა ის დაპირება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ გასცა ევროსაბჭოს მომხსენებლების მიმართ. ეს კანონი იმსახურებს ერთსულოვან საერთაშორისო კრიტიკას და ლახავს სასამართლოს იმიჯს; აკნინებს სასამართლო ხელისუფლებას, ანგრევს უკანასკნელ თავისუფალ ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლოზე ხელისუფლების კონტროლის გაძლიერებას; ქმნის პირდაპირ საფრთხეს, რომ ხელისუფლებას ყველა დონეზე ექნება მწვანე შუქი ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2". ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში კანონის, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის გარანტი, უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში და მინდა მას თხოვნით და მოწოდებით მივმართო - გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ვეტო დაადოს ამ კანონს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი მიმართავს პრეზიდენტს ვეტო დაადოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს.

კომენტარები