კობახიძე: სოციოლოგიური კვლევები მიანიშნებს ბურჭულაძესა და ენმ-ს შორის კავშირზე

Ipress.ge

პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, სოციოლოგიური კვლევები ერთ-ერთი დამატებითი ნიშანია იმის, თუ რამდენად მჭიდროა კავშირი ნაციონალურ მოძრაობასა და პაატა ბურჭულაძეს შორის. კობახიძე იმ ქართულ კომპანიებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც NDI-სა და IRI-სთან თანამშრომლობენ.

"აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება სოციოლოგიურ კვლევებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ნაციონალურ მოძრაობასა და პაატა ბურჭულაძეს შორის არსებულ კავშირებზე. ერთის მხრივ, დაიდო NDI-ის დაკვეთით CRRC–ის კვლევა, რომლის თანახმადაც, ყველაზე პოპულარული ადამიანი საქართველოში არის, თურმე, ბატონი დავით ბაქრაძე, ხოლო, ამის შემდეგ კვლევას დებს უკვე IPM-ი და აცხადებს, რომ ყველაზე პოპულარული ადამიანი არის პაატა ბურჭულაძე. ორივე შემთხვევაში ქართულ კომპანიებზეა საუბარი. ამასაც ხაზს გავუსვამ",-ამბობს ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, აქ იკვეთება კიდევ ერთხელ ის დღის წესრიგი, რომლითაც შემოდის ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პროცესში.

კომენტარები