საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება

საბურთალოს რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ნუცუბიძის, გამრეკელის, გურიელის, გაზაფხულის, დელისის, ნადარეიშვილის და ჯებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები