რუსეთი

ჩეჩნეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 პოლიციელი დაშავდა

TASS

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ერთ-ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდასხმა მოხდა. უწყების ინფორმაციით, პუნქტს ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს.

თავდამსხმელებიდან ერთ-ერთმა თავი აიფეთქა, მეორე კი, თავის აფეთქებამდე მოკლეს.

აფეთქების შედეგად 6 პოლიციელი დაშავდა, სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები