საკადრო ცვლილება

სამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს

amerikiskhma.com

სამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ჩოქურისა და ბესიკ ქარცივაძის თანამდებობების დატოვება საკადრო ცვლილებებთან არის დაკავშირებული.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებენ ჩოქური და ქარცივაძე მუშაობას, თუმცა უწყების ცნობით გამგებლები კვლავ მერიაში დარჩებიან. მერიის ცნობითვე, ახალი გამგებლების ვინაობა მომავალ კვირას, სამშაბათს გახდება ცნობილი. ასევე მომავალ კვირას გახდება ცნობილი სად გააგრძელებენ მუშაობას უკვე ყოფილი გამგებლები. 

კომენტარები