თანაინვესტირების ფონდი

GCF: ივანიშვილი მზადაა დათმოს რვა პროექტი, თუ მათ სხვები უკეთ განავითარებენ

პანორამა თბილისის ნაწილი - სასტუმრო სოლოლაკი
თანაინვესტირების ფონდი

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა დათმოს რვა საინვესტიციო პროექტი, თუკი რომელიმე ინვესტორი ამ პროექტების განვითარების უკეთეს პროექტს წარადგენს, ამის შესახებ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის (GCF) განცხადებიდან ირკვევა. ფონდი ამ დროისთვის რვა მსხვილ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულებაც $500 მილიონია, დღეისთვის კი აქედან 216 მილიონი ლარი უკვე ინვესტირებულია.

"პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე  ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში  პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ.

თაბორის პროექტთან დაკავშრებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას,  თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იგივე პირობებით  დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰა მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია ფინსერვისის კუთვნილებაში არსებული 10 ჰა  ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის  მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე  იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2,266,500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი  და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას." - წერია ფონდის განცხადებაში.

სხვა ინვესტორების მიერ წარდგენილ პროექტებს თავად თანაინვესტირების ფონდი შეაფასებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას გადასცეს თუ არა პროექტები ახალ ინვესტორებს.

პროექტების ჩამონათვალი

სასტუმრო შეკვეთილი, ინვესტიციის მოცულობა - $75 მილიონი


ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

I სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, ინვესტიციის მოცულობა - $9 მილიონი


ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

II სასტუმრო ერეკლე მეორის მოედანზე, ინვესტიციის მოცულობა - $40 მილიონი


ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, ინვესტიციის მოცულობა - $90 მილიონი


ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

თაბორის პროექტი, ინვესტიციის მოცულობა - $40 მილიონი (ფოტო არაა)

სასტუმრო განმუხური, ინვესტიციის მოცულობა - $40 მილიონი


ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

კომპლექსი მაგნოლია, ინვესტიციის მოცულობა - $80 მილიონი


ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

სასტუმრო სოლოლაკი, ინვესტიციის მოცულობა - $200 მილიონი

პანორამა თბილისის ნაწილი - სასტუმრო სოლოლაკი
ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

კომენტარები