ენმ-ის საარჩევნო სია 10 დღეში გახდება ცნობილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია 10 დღეში გახდება ცნობილი. სიის ფორმირების პროცესი რეგიონებში უნდა გაგრძელდეს.

"შედეგებს 10 დღის შემდეგ მოგახსენებთ. სიაში იქნებიან დემოკრატიულად შერჩეული კანდიდატები. ყველა რეგიონს საშუალება აქვს თავად წარმოადგინონ კანდიდატები. სწორედ ამით მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს და სახლში გავისტუმრებთ ბიძინა ივანიშვილს", - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რატიანმა საარჩევნო სიაში მყოფი ახალი სახეების დასახელებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები