ბათუმი პანორამა

ენმ აჭარა: ივანიშვილი მწვანე კონცხზე ბათუმი პანორამას გაშენებას აპირებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრების ცნობით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მწვანე კონცხზე "ბათუმი პანორამას" გაშენებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

პარტიის წევრის გიორგი კირთაძის მტკიცებით, "ბიძინას თხოვნით", ბათუმის უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი უსასყიდლოდ დაუთმო აჭარის მთავრობას, რომელმაც შენობა და მიწა აუქციონის წესით "ბიზნეს დეველოპმენტს" მიჰყიდა. გიორგი კირთაძის თქმით, ივანიშვილმა საქმეში სახელმწიფო სტრუქტურები ჩართო და ხუთ ჰექტარზე მეტი ტერიტორია მილიონნახევრად შეისყიდა. "იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხუშტურები შეისრულოს, ამაში ჩართო მთელი სახელმწიფო სტრუქტურა. ის აპირებს დაანგრიოს აქ არსებული ბათუმის უნივერსიტეტის შენობა და ააშენოს იმავე ტიპის ბიზნეს ცენტრი ან სასტუმრო, რაც აქვს თბილისში. ბიძინა ივანიშვილი აქ იშენებს საკუთარ აპარტამენტებს და ამ ყველაფრით სპობს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ბაღი გახდება ბიძინას პირადი ეზო", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია ბათუმის ბოტანიკური ბაღის მოსაზღვრედ მდებარეობს.

აღნიშნულ საკითხზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს კომენტარი გაკეთდება.

კომენტარები