ეკონომიკური განვითარება

მეგრელიშვილი: ივანიშვილი ქვეყანას როგორც კომპანიას, ისე მართავს

ეკონომიკა მხოლოდ ციფრები არაა, ეკონომიკა რეალურად არის ადამიანების ქცევა. ადამიანების ქცევას ცვლის მათ შორის ის, თუ როგორ მესიჯებს უშვებს მთავრობა. პირველივე დღიდან მესიჯები იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს, როგორც კომპანიას და ეს ძალიან ნიშანდობლივი ფრაზაა იმიტომ, რომ ქვეყანა არ არის კომპანია. ქვეყანა არის თავისუფალი ადამიანების საცხოვრებელი გარემო, სადაც ეს ადამიანები თვითონ, დამოუკიდებლად წყვეტენ, რა არის მათთვის ყველაზე უფრო მომგებიანი და მნიშვნელოვანი. არ შეიძლება, სახელმწიფომ ასუბსიდიროს ბიზნესი, ხელი შეუწყოს ე.წ. ბიზნესის განვითარებას, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ეს იქნება ჩაის განვითარება, ექსპორტის წახალისება თუ ა.შ. ეს ყველაფერი უბრალოდ კარგად ჟღერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შედეგი არის ეკონომიკის რადიკალური შენელება, რაც ჩვენ მივიღეთ. 

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები