ქრისტიანობა

მინდიაშვილი: ქრისტიანებს გვწამს გადმოსული ცეცხლი კი არა, არამედ იესო ქრისტე

ქრისტიანებს გვწამს არა ქრისტეს საფლავი, არამედ გვწამს, რომ ის მესამე დღეს დაცარიელდა. ჩვენ გვწამს არა მირონმდინარე ხატები, არამედ ის, ვინც ამ ხატებზეა აღბეჭდილი. ჩვენ გვწამს არა უხრწნელი გვამები, არამედ ის, ვინც უსულო მატერიას სული და სიცოცხლე შთაბერა. ჩვენ გვწამს იერუსალიმში გადმოსული ცეცხლი კი არა, არამედ იესო ქრისტე – მარადიული ნათელი წუთისოფლისა, რომელიც ცეცხლივით ეკიდება თითოეული ადამიანის სულს და სიკვდილზე გამარჯვებას გვჩუქნის, როგორც ნამდვილ, ზებუნებრივ, წარმოუდგენელ სასწაულს.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

კომენტარები