ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ინფორმაციით, გუშინ ღამით მათი ჩუღურეთის რაიონის ოფისი დაარბიეს.
როგორც გირჩი Facebook-ზე იტყობინება, ჩამსხვრეულია თითქმის ყველა მინა.
„დათვალიერებით ჩანს, რომ ეს ვანდალური აქტი ჩაიდინა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით მივიდა ოფისთან აგურებით, ასფალტის ბელტებითა და არმატურებით შეიარაღებული", - წერს ახალი პოლიტიკური ცენტრი და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.
გირჩი მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.
ფოტო: fb.com/NewPoliticalCenter
ფოტო: fb.com/NewPoliticalCenter