სააღდგომო ეპისტოლე 2016

ილია მეორე: წინ წამოიწია ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება

თანამედროვეობამ "სიახლის" სახელით წინ წამოსწია "მეს" პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე... ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე. სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა. ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს

ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე 2016

კომენტარები