კუბლაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ახალი კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

კოლეგიამ გადაწყვიტოს ნორმის საკითხი თუ პლენუმმა, ეს ძალიან საინტერესო სადებატო თემაა, სიამოვნებით ვიდავებდი ამ საკითხზე კოლეგიის სასარგებლოდ, ხაზს ვუსვამ. შესაბამისად, ახლა ვთქვა, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არ ვიქნები მართალი, თუმცა, მიმაჩნია, რომ დავა ამასთან დაკავშირებით შეიძლება, დანარჩენს დრო გვაჩვენებს. როგორც შევძელით, რომ შეგვეცვალა ერთი ნაწილი გამოქვეყნებასთან მიმართებაში, მეორე ნაწილი დავებთან მიმართებაში, შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა. ფაქტი ერთია, რომ არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი არის ჯიუტი თხების ადგილი, სადაც მხოლოდ დაჯახებით ხდება რაღაც საკითხების გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ მსჯელობას, კონსულტაციას, განხილვებს ყოველთვის აქვს აზრი და აქედან გამომდინარე, გავაგრძელებთ ამის კეთებას. 

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წევრი პავლე კუბლაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში ცვლილებებზე

კომენტარები