ალაფიშვილი: ახალი კანონი ჩვენი უფლებების დაცვის ხარისხის გაუარესების მცდელობაა

ინსტიტუციურად რომ შევხედოთ, რეალურად ეს არის მცდელობა, რომ ჩემი, თქვენი, რიგითი მოქალაქეების უფლებების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდეს, იმიტომ, რომ ყველაზე ეფექტური მექანიზმი ინსტიტუციურად სახელმწიფოსგან, უმაღლესი პოლიტიკური ორგანოებისგან დასაცავად ჩვენთვის, ჩვენს ხელში საკონსტიტუციო სასამართლოა. თუკი იქნება მიღებული კანონი, რომელიც შეზღუდავს ამა თუ იმ უფლებას, როგორ უნდა დავიცვათ თავი? რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით. თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლებათა გადანაწილებას, ორი პოლიტიკური ორგანოა, რომელიც დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით "ჰარმონიულად" თანაცხოვრობენ, ვითარდებიან, ოღონდ მესამე თუ არ იქნა ჯეროვანი - მესამეში ამ შემთვევაში სასამართლოსაც და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მოვიაზრებ, ჩვენ პრაქტიკულად ინსტიტუციური დაცვის გარეშე ვრჩებით

იურისტი ლევან ალაფიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები