აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

შიდაპარტიულ არჩევნებში, ტრამპი და კლინტონი წარმატებულ სვლას განაგრძობენ

Getty Images

აშშ-ში, კონექტიკუტის, დელავერის, მერილენდის, პენსილვანიისა და როდ აილენდის შტატებში შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა.

რესპუბლიკელებიდან, ხუთივე შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. დემოკრატებიდან კი, როდ აილენდში ბერნი სანდერსი, ხოლო დანარჩენ 4 შტატში - ჰილარი კლინტონი დარჩა გამარჯვებული.

ამ შედეგებით, ტრამპი და კლინტონი საკუთარი პარტიების კანდიდატობას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.

რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად 1237 დელეგატია საჭირო. ამ ეტაპზე ტრამპს 950 დელეგატი ჰყავს, კრუზს 560, კასიჩს კი 153.

დემოკრატებში კი, კანდიდატის გამოსავლენად 2383 დელეგატია საჭიტო, კლინტონს ამ ეტაპზე 2141 დელეგატი ჰყავს, სანდერსს - 1303.

ცნობისთვის, რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები უკვე 39 შტატში ჩატარდა, საიდანაც 26 შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, 9-ში ტედ კრუზმა, 3-ში მარკო რუბიომ, ერთში კი ჯონ კასიჩმა.

დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები კი 40 შტატში ჩატარდა, 24 შტატში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, 16-ში - ბერნი სანდერსმა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები