თბილისის ექვს რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

beyroutey.com/

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, ჩუღურეთის და კრწანისის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონში. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდის მოედნის, ალადაშვილის, ერისთავის, ერევნის და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის, ტაბიძის, რაზმაძის, აბაშიძის, ბერძენიშვილის, ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, წყნეთის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, გაბაშვილის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, სანდრო ეულის, პოლიტოვსკაიას და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე - ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღომის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე კი, იყალთოს მთის, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, პანკისის, ნატახტარის, ტეხურის, ბზვანელის, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის, ტუსკიას და იყალთოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერენტი გრანელის, მარჯანიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასის" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები