სოციალური დახმარების სისტემა

გოგუაძე: სახელმწიფო მოვალეა შექმნას მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობა

ჩვენი მოსახლეობა ღარიბი კი არ არის, ჩვენი მოსახლეობა არის ღატაკი. ეს სახელმწიფო ელაპარაკება თავის მოქალაქეებს მისი წარმომადგენლების, მისი საჯარო მოხელეების და ბიუროკრატების ენით. როდესაც სახელმწიფო ეუბნება თავის მოქალაქეს, რომ შენ ხარ მათხოვარი, სწორედ ეს არის ანტიჰუმანური დამოკიდებულება. სინამდვილეში ეს მოქალაქეები სახელმწიფოსთვის მათხოვრები კი არ არიან, სახელმწიფო მოვალეა, შექმნას შესაძლებლობა, რომ ეს მოქალაქეები დასაქმდნენ და ღირსეულად გამოკვებონ თავიანთი ოჯახები. არც ერთ მოქალაქეს არ უნდა, რომ იყოს სახელმწიფოს შემწეობის იმედზე. როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს ვერ ასაქმებს, როდესაც სახელმწიფო შესაძლებლობებს ვერ აძლევს თავის მოქალაქეებს, მაშინ მისი მოვალეობაა, რომ შიმშილისთვის კი არ გაწიროს თავისი მოქალაქეები, არამედ უზრუნველყოს ის, რომ თავისი მოქალაქეები შიმშილით მაინც არ დაიღუპონ. დემოკრატიული სახელმწიფო არის მოქალაქეებისთვის და არა - პირიქით - მოქალაქეები სახელმწიფოსთვის, როგორც ეს იყო ტოტალიტარულ სახელმწიფოში, საბჭოთა კავშირში და ა.შ.

თავისუფალი დემოკრატი ნინო გოგუაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები