ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

ხვალ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდება

პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების შეხვედრა სიღნაღში
მარინა ასათიანი

ხვალ, 11:00 საათზე, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის დაფუძნებასთან დაკავშირებით Rooms Hotel Tbilisi-ში პრესკონფერენცია გაიმართება. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, პლატფორმა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ჯგუფების და ექსპერტების ჩართულობას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებაში და ადვოკატირებას გაუწევს ეფექტური და ჰუმანური პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

"ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ინიციატივით დაიწყო ფართო საზოგადოებრივი დიალოგი, რომ განხორციელდეს კოორდინირებული, მტკიცებულელებზე დაფუძნებული ინტერვენციები ნარკოპოლიტიკისა და გადამკვეთ სფეროებში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამსუბუქებლად და ნარკოტიკების მომხმარებლებზე ორიენტირებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბდა საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. პლატფორმა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ჯგუფების და ექსპერტების ჩართულობას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებაში და ადვოკატირებას გაუწევს ეფექტური და ჰუმანური პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში არაეფექტური სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ცვლილება და იმ ზიანის შემცირება, რომელიც საზოგადოებას ადგება ნარკოტიკების მოხმარების და მოქმედი ნარკოპოლიტიკის შედეგად. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს და ჯგუფებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სათემო ორგანიზაციებს, სერვისების მიმწოდებლებს, კლინიცისტებს, აკადემიური დარგის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობებ ნარკოპოლიტიკის სფეროში.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა, ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ნარკოტიკების მოხმარების საკითხებზე ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაციის შესამცირებლად", - წერია პრესრელიზში.

კომენტარები